ჩვენი შექმნის იდეა
ფორტის ფარმაცეუტიკალსი პაციენტებისა და ექიმების საჭიროებების საპასუხოდ შეიქმნა. მედიკამენტებს ვამზადებთ მაგისტრალური და ოფიცინალური რეცეპტებით, ევროპული და ამერიკული ქომფაუნდინგის გამოცდილების გათვალისწინებით.
ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ პაციენტს, რომელსაც განსხვავებული დოზა, წამლის ფორმა ან შემადგენლობა სჭირდება. მომზადების შესაძლებლობას ექიმსა და ფარმაცევტთან ერთად განვიხილავთ.
პერსონალური ფარმაცია. ინდივიდუალურად მომზადებული მედიკამენტები თქვენი საჭიროებისთვის.ჩვენი ლაბორატორია
თანამედროვე ფარმაცევტული მიდგომები, მსოფლიოში აღიარებული GMP სერთიფირებული ქარხნებიდან იმპორტირებული API-ები და დამხმარე პროდუქტები.
მომზადება
ინგრედიენტების ზუსტი გაზომვა და განსაზღვრული ფორმულით მომზადება.
სამუშაო გარემო
ჰიგიენისა და შესაბამისი სამუშაო პირობების დაცვა.
შემოწმება
დანიშნულებასთან შესაბამისობის, შეფუთვისა და ეტიკეტის გადამოწმება.
ინდივიდუალური ფორმულა განიხილება ექიმის დანიშნულებასთან ერთად. მომზადების პროცესი და გაცემისთვის საჭირო ინფორმაცია დოკუმენტირდება.
შენახვის პირობები და გამოყენების ვადა განისაზღვრება კონკრეტული ფორმულისთვის.
