compound pharmacy

საჭიროებებზე მორგებული.
ექიმის დანიშნულებით.

პერსონალიზებული ფარმაცია : განსხვავებული დოზით,ფორმით და შემადგენლობით

დანიშნულებიდან მედიკამენტამდე.

როდესაც ბაზარზე მზა პრეპარატი საჭირო დოზით ან ფორმით ხელმისაწვდომი არ არის, ექიმი და ფარმაცევტი ინდივიდუალური მომზადების შესაძლებლობას განიხილავენ.

თანამედროვე ფარმაცევტული მიდგომები, მსოფლიოში აღიარებული GMP სერთიფირებული ქარხნებიდან იმპორტირებული API-ები და დამხმარე პროდუქტები.

01

დანიშნულების განხილვა

ფარმაცევტი ეცნობა დანიშნულებას და პაციენტის საჭიროებებს. დეტალები საჭიროებისამებრ ზუსტდება ექიმთან.

02

ფორმულის განსაზღვრა

განისაზღვრება შემადგენლობა, მომზადების მეთოდი, შენახვის პირობები და მომზადების დრო.

03

მომზადება ლაბორატორიაში

ინგრედიენტები ზუსტად იზომება და მუშავდება განსაზღვრული ფორმულისა და ტექნოლოგიური პროცესის მიხედვით.

04

შემოწმება და შეფუთვა

მოწმდება დანიშნულებასთან შესაბამისობა, რაოდენობა, შეფუთვა და ეტიკეტის ინფორმაცია.

05

გაცემისა და გამოყენების შესახებ

ფარმაცევტი განმარტავს მიღების წესს, შენახვის პირობებსა და გამოყენების ვადას.

ხშირად დასმული კითხვები.

რა ტიპის აფთიაქია ფორტის ფარმაცეუტიკალსი?

ფორტის ფარმაცეუტიკალსი არის ქომფაუნდინგის აფთიაქი, სადაც მედიკამენტები ადგილზე, ექიმის დანიშნულების საფუძველზე მზადდება. ჩვენი მიმართულებაა პერსონალური ფარმაცია — პაციენტის საჭიროებების შესაბამისი დოზის, წამლის ფორმისა და შემადგენლობის გათვალისწინებით.

რა არის მაგისტრალური რეცეპტი?

მაგისტრალური რეცეპტი კონკრეტული პაციენტისთვის შედგენილი ექიმის დანიშნულებაა, რომლის საფუძველზეც აფთიაქში მედიკამენტი მზადდება. იგი განსაზღვრავს მოსამზადებელი მედიკამენტის შემადგენლობას, დოზასა და წამლის ფორმას.

როდის შეიძლება დამჭირდეს ინდივიდუალურად მომზადებული მედიკამენტი?

როდესაც ექიმის მიერ დანიშნული დოზა ან წამლის ფორმა მზა სახით ხელმისაწვდომი არ არის, არსებული ფორმის მიღება გიჭირთ ან საჭიროა კონკრეტული კომპონენტის თავიდან აცილება. მომზადების შესაძლებლობა ექიმსა და ფარმაცევტთან ერთად განიხილება.

რატომ არ არის ფორტის ფარმაცეუტიკალსის მედიკამენტები ქსელურ აფთიაქებში?

ჩვენი საქმიანობა ინდივიდუალურად მომზადებულ მედიკამენტებზეა ორიენტირებული. მედიკამენტები მზადდება ექიმის დანიშნულების საფუძველზე და გაიცემა უშუალოდ ფორტის ფარმაცეუტიკალსის აფთიაქში. ეს საშუალებას გვაძლევს, პაციენტთან და ექიმთან ერთად დავაზუსტოთ მომზადების დეტალები და პაციენტს მივაწოდოთ გამოყენების შესახებ საჭირო ინფორმაცია.

საიდან შემოდის აქტიური ფარმაცევტული ნივთიერებები?

აქტიური ფარმაცევტული ნივთიერებები შემოგვაქვს ევროპიდან და ამერიკიდან.

შესაძლებელია კონკრეტული კომპონენტის ამოღება?

ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია დამხმარე ნივთიერების ჩანაცვლება ან ამოღება. ეს დამოკიდებულია მის დანიშნულებაზე ფორმულაში, სხვა ინგრედიენტებთან თავსებადობასა და მედიკამენტის სტაბილურობაზე. კონკრეტულ შესაძლებლობას ფარმაცევტი აფასებს.

როგორ გავიგო, შესაძლებელია თუ არა ჩემი დანიშნულების მომზადება?

დაგვიკავშირდით და გაგვაცანით ექიმის დანიშნულება. ჩვენი ფარმაცევტი განიხილავს მომზადების შესაძლებლობას და აგიხსნით შემდეგ ნაბიჯებს.

რამდენი დრო სჭირდება მომზადებას?

მომზადების დრო დამოკიდებულია ფორმულაზე, წამლის ფორმაზე, რაოდენობასა და ინგრედიენტების ხელმისაწვდომობაზე. ვადას ფორტის ფარმაცეუტიკალსის გუნდთან დანიშნულების განხილვისას დააზუსტებთ.

როგორ უნდა შევინახო მედიკამენტი?

შენახვის პირობები და გამოყენების ვადა კონკრეტული ფორმულისთვის განისაზღვრება. იხელმძღვანელეთ შეფუთვაზე მითითებული ინფორმაციითა და ფარმაცევტის განმარტებით.

სად მდებარეობს აფთიაქი?

ფორტის ფარმაცეუტიკალსის ქომფაუნდინგის აფთიაქი მდებარეობს თბილისში, გივი ჟვანიას ქუჩა №9-ში — ყოფილი ლუბლიანას ქუჩა №31.

სამუშაო საათები

აფთიაქი მუშაობს ყოველდღე, 10:00-დან 20:00 საათამდე, შაბათ-კვირის ჩათვლით.

გაქვთ კითხვა
ინდივიდუალურ მომზადებაზე?

დაგვიკავშირდით