ჯანმრთელობა

აკნე და კლასკოტერონი — თანამედროვე მიდგომა მკურნალობაში

Fortis-ის საინფორმაციო ილუსტრაცია აკნესა და კლასკოტერონის კრემის შესახებFortis Pharmaceuticals · Facebook

აკნე და ცხოვრების ხარისხი

აკნე მხოლოდ ესთეტიკური დისკომფორტი არ არის. კანის ამ ქრონიკულ ანთებას შეუძლია ნეგატიურად იმოქმედოს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, უარყოფითი გავლენა იქონიოს თვითშეფასებასა თუ სოციალურ ცხოვრებაზე.

მისმა უკონტროლო მიმდინარეობამ თუ არასწორმა ან/და დაგვიანებულმა მკურნალობამ შეიძლება წარუშლელი კვალი დატოვოს როგორც ფიზიკურად, ნაწიბურების სახით, ასევე ემოციურად, გამოხატული ირაციონალურ შფოთსა, დეპრესიასა თუ მძაფრი იზოლაციის განცდაში.

განსაკუთრებით საფრთხილო და რთულია აკნეს მკურნალობა მოზარდებში (12 წლიდან) რადგან აქამდე არ არსებობდა უსაფრთხო პროფილის, არაჰორმონალური საშუალება.

კლასკოტერონის კრემი

მიუხედავად მთელი რიგი გამოწვევებისა რაც აკნეს და მის მკურნალობას ახლავს თავს, დერმატოლოგიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და უახლეს მიღწევას წარმოადგენს კლასკოტერონი, კერძოდ მისი კრემი, პირველი ადგილობრივი ანდროგენური რეცეპტორების ინჰიბიტორი.

მისი გამოყენება უსაფრთხოა როგორც მოზრდილებში, ისევე მოზარდებში 12 Წლიდან. იგი ბლოკავს ჰორმონების (ანდროგენების) მოქმედებას კანის ცხიმოვან ჯირკვლებზე, რითიც მცირდება ზედმეტი ცხიმების გამოყოფა და ქრება ანთებითი პროცესი რაც აკნეს გამომწვევი ორი მთავარი მიზეზია.

ამ და სხვა თანამედროვე სამკურნალო საშუალების შეძენას კი საქართველოში ერთადერთ, ჩვენ compounding აფთიაქში შეძლებთ.

🌐 https://www.fortispharma.ge/

პირველწყაროFortis Pharmaceuticals · Facebook