დაპოქსეტინი + სილდენაფილი 30 მგ / 25 მგ, 3 ტაბლეტი - მოწოდებული შეფუთვის ილუსტრაცია
სექსოლოგია, უროლოგია, ფსიქიატრია

დაპოქსეტინი + სილდენაფილი

30 მგ / 25 მგ
შეფუთვა3 ტაბლეტი
პრეპარატის ფორმაკომპოზიტური · პერორალური
ერექციული დისფუნქციისა და ნაადრევი ევაკულაციის კომბინირებული მკურნალობა

დასახელება და შემადგენლობა

პრეპარატის დასახელება: დაპოქსეტინი / სილდენაფილი (Dapoxetine / Sildenafil) 30 მგ / 25 მგ. ფარმაცევტული ფორმა: პერსონალიზებული კომპოუნდინგის ტაბლეტები (Compounded Pharmaceutical Product). აქტიური ნივთიერებები: დაპოქსეტინის ჰიდროქლორიდი (Dapoxetine HCl) — 30 მგ ერთ ერთეულში. სილდენაფილის ციტრატი (Sildenafil Citrate) — 25 მგ ერთ ერთეულში. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორისა (SSRI) და ფოსფოდიესტერაზა ტიპი 5-ის (PDE-5) ინჰიბიტორის კომბინაცია; უროლოგიური/სექსოლოგიური საშუალება (ATX კოდი: G04BE51).

გამოყენების ჩვენებები

ნაადრევი ეაკულაციისა (Ejaculatio Praecox) და თანმხლები ერექციული დისფუნქციის (Erectile Dysfunction) ერთდროული მკურნალობა მოზრდილ მამაკაცებში.

ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედების მექანიზმი

მოქმედების მექანიზმი: პრეპარატი წარმოადგენს ორმაგი მოქმედების კომბინირებულ ფორმულას, რომელიც ეფექტურად კურნავს მამაკაცის სექსუალურ დისფუნქციას: დაპოქსეტინი: მოკლე მოქმედების SSRI, რომელიც აძლიერებს სეროტონინერგულ ტრანსმისიას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, ახდენს ეაკულაციის რეფლექსის შეყოვნებას და ზრდის ლატენტურ პერიოდს ეაკულაციამდე. სილდენაფილი: PDE-5 ფერმენტის სელექციური ინჰიბიტორი. სექსუალური სტიმულაციის დროს ხელს უწყობს აზოტის მონოქსიდი (NO) გამოყოფას პენისის მღვიმოვან სხეულებში, ზრდის cGMP-ის დონეს, ადუნებს გლუვ კუნთებს, აძლიერებს სისხლის ნაკადს და უზრუნველყოფს მყარ, ხანგრძლივ ერექციას. სინერგიული ეფექტი: ორივე კომპონენტის კომბინაცია ერთდროულად აგვარებს როგორც ეაკულაციის ნაადრევ კონტროლს, ისე ერექციული დისფუნქციას.

დოზირება და მიღების წესი

მიიღება პერორალურად, მხოლოდ მკურნალი ექიმის დანიშნულებით. სტანდარტული დოზირება: 1 ტაბლეტი (30 მგ/25 მგ) მიიღება საჭიროებისამებრ, სექსუალურ აქტამდე 1–3 საათით ადრე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა: 1 ტაბლეტი 24 საათის განმავლობაში. არ არის განკუთვნილი ყოველდღიური უწყვეტი მიღებისთვის. მიღების მეთოდი: მიიღება მთლიანად, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

გვერდითი მოვლენები

ზოგადი/ხშირი: გულისრევა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სახის წამოხურება (Flushing), დისპეფსია, ცხვირის გაჭედვა. მძიმე/სერიოზული (იშვიათად): პრიაპიზმი: ხანგრძლივი (>4 საათი) და მტკივნეული ერექცია (საჭიროებს დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას ქსოვილების დაზიანების თავიდან ასაცილებლად). სინკოპე (გულისწასვლა, გამოწვეული პოსტუალური ჰიპოტენზიით). სეროტონინული სინდრომი. მხედველობისა და სმენის უეცარი დარღვევა ან დაქვეითება.

უკუჩვენებები

მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა (ჰიპერმგრძნობელობა) დაპოქსეტინის, სილდენაფილის ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. ორგანული ნიტრატები: ერთდროული გამოყენება ნებისმიერი ფორმის ორგანულ ნიტრატებთან ან აზოტის ჟანგის დონატორებთან (წნევის მკვეთრი და სიცოცხლისთვის საშიში დაცემის რისკი). გულ-სისხლძარღვთა სისტემა: მძიმე გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (მწვავე ინფარქტი ან ინსულტი ანამნეზში, არასტაბილური სტენოკარდია, გულის მძიმე უკმარისობა, არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპოტენზია ან ჰიპერტენზია). ფსიქიატრიული დარღვევები: მანიაკალური ან მძიმე დეპრესიული მდგომარეობა ანამნეზში. ღვიძლის ან თირკმლის მძიმე უკმარისობა. მხედველობის დაკარგვა ერთ თვალში, გამოწვეული არა-არტერიული წინა იშემიური ოპტიკური ნეიროპათიით (NAION).

განსაკუთრებული მითითებები

ავტომობილისა და მექანიზმების მართვა: პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევა ან სინკოპე. გამოიჩინეთ სიფრთხილე ავტომობილის მართვისას. ფსიქო-ემოციური მონიტორინგი: სუიციდური აზრების განვითარების რისკის გამო აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი მკურნალობის დასაწყისში. ალკოჰოლი: მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის მიღება მკაცრად უკუნაჩვენებია (იზრება ორთოსტატული ჰიპოტენზიისა და გვერდითი ეფექტების რისკი). სპეციალური პოპულაციები: ხანდაზმულ პაციენტებში და მსუბუქი/საშუალო სიმძიმის ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის მქონე პირებში დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად მკაცრი კლინიკური მონიტორინგით.

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ +15°C – +25°C ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, პირდაპირი სინათლისგან დაცულ ადგილას.

მწარმოებელი

შპს „ფორტის ფარმაცეუტიკალსი“ Pharmaceutical Compounding მისამართი: საქართველო, თბილისი, გ. ჟვანიას ქ. No9 ტელ: 032 2053191 სამუშაო საათები - ყოველდღე 10:00-20:00

იკითხეთ ამ პრეპარატის შესახებ

პრეპარატის შერჩევა, მიღების წესი, დამხმარე ნივთიერებები, გამოთავისუფლების მახასიათებლები და მომზადების შემდეგ გამოყენების საბოლოო ვადა უნდა დააზუსტოთ მკურნალ ექიმთან და გამცემ ფარმაცევტთან.

გაეცანით მტკიცებულებებს

წყაროები და კონტექსტი.

EMA · Priligy-ის ინფორმაცია სპეციალისტებისა და პაციენტებისთვისFDA · Viagra-ს ინსტრუქცია (2017; არქივი)

წყაროები აღწერს მოქმედ ნივთიერებებს ან რეფერენსულ მედიკამენტებს და არ ნიშნავს ფორტისის მიერ მომზადებული პრეპარატების FDA-ს ან EMA-ს მიერ დამტკიცებას. საარქივო ინსტრუქციები შესაძლოა უახლეს ინფორმაციას არ ასახავდეს. ეს მიმოხილვა არ წარმოადგენს უსაფრთხოების სრულ სახელმძღვანელოს ან დანიშნულების რეკომენდაციას.

როგორ წარმოვადგენთ პროდუქტის ინფორმაციას

გაქვთ კითხვა
ინდივიდუალურ მომზადებაზე?

დაგვიკავშირდით