ივერმექტინი 3 მგ, 10 ტაბლეტი - მოწოდებული შეფუთვის ილუსტრაცია
ინფექციური დაავადებები, დერმატოლოგია

ივერმექტინი

3 მგ
შეფუთვა10 ტაბლეტი
პრეპარატის ფორმაკომპოზიტური · პერორალური
პარაზიტული ინფექციების, მუნის (Scabies), როზაცეას და დემოდეკოზის სისტემური მკურნალობა

დასახელება და შემადგენლობა

პრეპარატის დასახელება: ივერმექტინი (Ivermectin) 3 მგ. ფარმაცევტული ფორმა: პერსონალიზებული კომპოუნდინგის ტაბლეტები/ (Compounded Pharmaceutical Product). აქტიური ნივთიერება: ივერმექტინი (Ivermectin) — 3 მგ თითოეულ ტაბლეტში. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული, ანტიჰელმინთური და სკაბიციდური (მუნის საწინააღმდეგო) საშუალება სისტემური გამოყენებისთვის (ATX კოდი: P02CF01).

გამოყენების ჩვენებები

მუნი (Scabies): სხვადასხვა კლინიკური ფორმა მოზრდილებსა და 15 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში: ჩვეულებრივი (მსუბუქი და საშუალო) ფორმა; გენერალიზებული და მძიმე (მათ შორის ნორვეგიული/კერატოზული) ფორმები; განმეორებითი, ქრონიკული ან ადგილობრივი თერაპიისადმი რეზისტენტული შემთხვევები.

ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედების მექანიზმი

ფარმაკოდინამიკა: ივერმექტინი წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტიპარაზიტულ საშუალებას. მოქმედების მექანიზმი: პრეპარატი სელექციურად უკავშირდება პარაზიტის (Sarcoptes/scabiei, ჰელმინთები) ნერვულ და კუნთოვან სისტემაში არსებულ გლუტამატ-დამოკიდებულ ქლორიდულ არხებს (GluCl). ეს იწვევს უჯრედის მემბრანის ჰიპერპოლარიზაციას, ნერვულ-კუნთოვანი იმპულსების ბლოკადას, პარაზიტის დამბლასა და სიკვდილს. იმუნომოდულაციური ეფექტი: ასტიმულირებს პაციენტის ადგილობრივ იმუნურ პასუხს, რაც ეხმარება ორგანიზმს დაუმწიფებელი ტკიპებისა და ლარვების ეფექტურ ელიმინაციაში. უსაფრთხოების პროფილი: პრეპარატი პრაქტიკულად არ აღწევს ადამიანის ჰემატოენცეფალურ ბარიერს (ცენტრალურ ნერვულ სისტემას), რაც განაპირობებს მის მაღალ უსაფრთხოებასა და სელექციურობას.

დოზირება და მიღების წესი

მიიღება პერორალურად, უზმოზე — ჭამამდე მინიმუმ 1 საათით ადრე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ, 1 სავსე ჭიქა წყალთან ერთად. ა. სტანდარტული ერთჯერადი დოზა: საშუალო რეკომენდებული დოზა შეადგენს 200 მკგ/კგ სხეულის მასაზე: 15–24 კგ: 1 ტაბლეტი (3 მგ) 25–35 კგ: 2 ტაბლეტი (6 მგ) 36–50 კგ: 3 ტაბლეტი (9 მგ) 51–65 კგ: 4 ტაბლეტი (12 მგ) 66–79 კგ: 5 ტაბლეტი (15 მგ) ≥ 80 კგ: 6 ტაბლეტი (18 მგ) ბ. თერაპიული სქემები მუნის სიმძიმის მიხედვით: მსუბუქი/საშუალო ფორმა: მიიღება ერთჯერადი დოზა წონის მიხედვით. დოზის განმეორება რეკომენდებულია 7–14 დღის შემდეგ (ახლად გამოჩეკილი ტკიპების სრული განადგურებისთვის). მძიმე / გენერალიზებული ფორმა: ინდივიდუალური სქემა ექიმის დანიშნულებით: 3-დოზიანი სქემა: მიიღება 1-ელ, მე-2 და მე-8 დღეს; 5-დოზიანი სქემა: მიიღება 1-ელ, მე-2, მე-8, მე-9 და მე-15 დღეს; 7-დოზიანი სქემა: მიიღება 1-ელ, მე-2, მე-8, მე-9, მე-15, 22-ე და 29-ე დღეს.

გვერდითი მოვლენები

ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა. კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა: კუნთების და სახსრების ტკივილი (მიალგია, ართრალგია). დერმატოლოგიური რეაქციები: ტრანზიტორული გამონაყარი, ქავილის დროებითი გაძლიერება. ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, სახის/ყელის შეშუპება, ქოშინი (დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს).

უკუჩვენებები

მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა (ჰიპერმგრძნობელობა) ივერმექტინის ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. ბავშვები 15 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასით (უსაფრთხოება დადგენილი არ არის). ღვიძლის მძიმე უკმარისობა. ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდი (გამოიყენება მხოლოდ სასიცოცხლო აუცილებლობისას ექიმის გადაწყვეტილებით).

განსაკუთრებული მითითებები

კონტაქტების მკურნალობა: რეინფექციის თავიდან ასაცილებლად, ერთდროული მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს ოჯახის ყველა წევრსა და პაციენტთან მჭიდრო კონტაქტში მყოფ პირს. დეზინფექცია: ტანსაცმელი, თეთრეული და პირსახოცები უნდა გარეცხოთ ≥60°C ტემპერატურაზე და გააშროთ მზის სხივებზე. პოსტსკაბიოზური რეაქცია: მკურნალობის პირველ დღეებში ქავილის შენარჩუნება ან გაძლიერება წარმოადგენს იმუნურ რეაქციას მკვდარ ტკიპებზე და არ ნიშნავს თერაპიის არაეფექტურობას. კომბინირებული მკურნალობა: მძიმე ან რეზისტენტული ფორმების დროს პერორალური ივერმექტინის კომბინაცია ტოპიკალურ საშუალებებთან (კრემი, მალამო) მნიშვნელოვნად ზრდის თერაპიულ ეფექტს.

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ +15°C – +25°C ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, პირდაპირი სინათლისგან დაცულ ადგილას.

მწარმოებელი

შპს „ფორტის ფარმაცეუტიკალსი“ Pharmaceutical Compounding მისამართი: საქართველო, თბილისი, გ. ჟვანიას ქ. No9 ტელ: 032 2053191 სამუშაო საათები - ყოველდღე 10:00-20:00

იკითხეთ ამ პრეპარატის შესახებ

პრეპარატის შერჩევა, მიღების წესი, დამხმარე ნივთიერებები, გამოთავისუფლების მახასიათებლები და მომზადების შემდეგ გამოყენების საბოლოო ვადა უნდა დააზუსტოთ მკურნალ ექიმთან და გამცემ ფარმაცევტთან.

გაეცანით მტკიცებულებებს

წყაროები და კონტექსტი.

FDA: სტრომექტოლის ინსტრუქცია (2022 წლის არქივი)

წყაროები აღწერს მოქმედ ნივთიერებებს ან რეფერენსულ მედიკამენტებს და არ ნიშნავს ფორტისის მიერ მომზადებული პრეპარატების FDA-ს ან EMA-ს მიერ დამტკიცებას. საარქივო ინსტრუქციები შესაძლოა უახლეს ინფორმაციას არ ასახავდეს. ეს მიმოხილვა არ წარმოადგენს უსაფრთხოების სრულ სახელმძღვანელოს ან დანიშნულების რეკომენდაციას.

როგორ წარმოვადგენთ პროდუქტის ინფორმაციას

გაქვთ კითხვა
ინდივიდუალურ მომზადებაზე?

დაგვიკავშირდით