კალციუმის ფოლინატი - ლეუკოვორინი 5 მგ, 30 ტაბლეტი - მოწოდებული შეფუთვის ილუსტრაცია
გინეკოლოგია,ნევროლოგია,რევმატოლოგია

კალციუმის ფოლინატი - ლეუკოვორინი

5 მგ
შეფუთვა30 ტაბლეტი
პრეპარატის ფორმაპერორალური
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დეტოქსიკაციური საშუალებები ციტოსტატიკური მკურნალობისას; კალციუმის ფოლინატი (ATC კოდი: V03AF03).

დასახელება და შემადგენლობა

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: კალციუმის ფოლინატი (ფოლინის მჟავა) - 5 მგ თითოეულ ტაბლეტში. ფარმაცევტული ფორმა: ტაბლეტები. შეფუთვა: #30 ტაბლეტი.

გამოყენების ჩვენებები

• გამოიყენება მეტოტრექსატის და ფოლინის მჟავის ანტაგონისტების ტოქსიკურობის შესამცირებლად; • მეგალობლასტური ანემიის სამკურნალოდ; • ფოლატის დეფიციტის პროფილაქტიკისთვის; • მენტალური მდგომარეობების: დეპრესია, შფოთვა, მენტალური დაბინდვა. • აუმჯობესებს კოგნიტურ თვისებებს და კონცენტრაციას. • ამცირებს შიზოფრენიით გამოწვეულ ნეგატიურ სიმპტომებს. • ბავშვებში - აუტიზმის სპექტრის დარღვევების (ASD) დროს აუმჯობესებს მეტყველებას, კონცენტრაციას, ქცევას და ენერგიას.

ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედების მექანიზმი

ფარმაკოლოგიური თვისებები ფარმაკოდინამიკა ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დეტოქსიკაციური საშუალებები ციტოსტატიკური მკურნალობისას; კალციუმის ფოლინატი (ATC კოდი: V03AF03). მოქმედების მექანიზმი: კალციუმის ფოლინატი წარმოადგენს ფოლინის მჟავას (5-ფორმილტეტრაჰიდროფოლინის მჟავა), რომელიც არის ფოლიუმის მჟავის აქტიური მეტაბოლიტი. ფოლიუმის მჟავისგან განსხვავებით, კალციუმის ფოლინატს არ სჭირდება ფერმენტ დიჰიდროფოლატრედუქტაზას (DHFR) მონაწილეობა აქტიურ ტეტრაჰიდროფოლატად გარდასაქმნელად. დამცავი ეფექტი: ის გვერდს უვლის დიჰიდროფოლატრედუქტაზას ბლოკადას, რომელსაც იწვევენ ფოლიუმის მჟავის ანტაგონისტები (მეთოტრექსატი, ტრიმეტოპრიმი, პირიმეთამინი) და აღადგენს ნუკლეინის მჟავების (დნმ, რნმ) და ცილების სინთეზს ჯანსაღ უჯრედებში. სინერგიული ეფექტი: ფტორურაცილთან (5-FU) კომბინაციაში კალციუმის ფოლინატი უკავშირდება თიმიდილატსინთეთაზას და გაძლიერებულად თრგუნავს სიმსივნური უჯრედების დნმ-ის სინთეზს. კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება: პრეპარატი ეფექტურად აფერხებს და მკურნალობს ფოლიუმის მჟავის ანტაგონისტებით გამოწვეულ მძიმე ჰემატოტოქსიურობასა და სისხლმბადი სისტემის დათრგუნვას (ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია) როგორც პედიატრიულ, ისე მოზრდილთა პოპულაციაში. ფარმაკოკინეტიკა აბსორბცია: პერორალური მიღებისას სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა არის დოზაზე დამოკიდებული: 25მგ-მდე დოზებში ბიოშეღწევადობა მაღალია (დაახლოებით 97%), ხოლო 50მგ და მეტი დოზებისას მცირდება (30-50%-მდე). მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში (C) მიიღწევა 1.5-3 საათში (T). განაწილება: ფართოდ განაწილდება ორგანიზმის ქსოვილებში, აღწევს ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და ზურგის ტვინის სითხეში (მცირე რაოდენობით), გადის პლაცენტარულ ბარიერს. პლაზმის ცილებს უკავშირდება დაახლოებით 15%. მეტაბოლიზმი: ინტენსიურად მეტაბოლიზდება ნაწლავის ლორწოვანსა და ღვიძლში ძირითად აქტიურ მეტაბოლიტად - 5-მეთილტეტრაჰიდროფოლატად (5-methyl-THF). ელიმინაცია: ნახევრადგამოყოფის პერიოდი (t1/2) შეადგენს დაახლოებით 35-35 წუთს კალციუმის ფოლინატისთვის, ხოლო აქტიური მეტაბოლიტისთვის (5-methyl-THF) - 6-8 საათს. გამოიყოფა ძირითადად თირკმლებით მეტაბოლიტების სახით (80-90%).

დოზირება და მიღების წესი

დოზირება და მიღების წესი მიღების რეჟიმი: მიიღება პერორალურად, ცოტაოდენი წყლის მიყოლებით, ჭამისგან დამოუკიდებლად. ტრიმეტოპრიმით / კო-ტრიმოქსაზოლით (ბაქტრიმით) გამოწვეული ტოქსიურობის პრევენცია და მკურნალობა პედიატრიული პოპულაცია და მოზრდილები: პროფილაქტიკისთვის (ხანგრძლივი ან მაღალდოზიანი თერაპიისას): 5 მგ-10 მგ დღეში. ტოქსიურობის/ჰემატოლოგიური გართულებების გამოვლენისას: 15 მგ-25 მგ დღეში (გაყოფილი 1-2 მიღებაზე) სისხლის სურათის ნორმალიზებამდე. პირიმეთამინით გამოწვეული ტოქსიურობა (მაგ. ტოქსოპლაზმოზის მკურნალობისას) პედიატრიული და მოზრდილთა დოზირება: 5 მგ-25 მგ დღეში, პირიმეთამინის დოზის შესაბამისად. მეთოტრექსატის საშუალო/დაბალი დოზებით თერაპიის შემდგომი ფოლინური დაცვა სტანდარტული დოზა: 15 მგ (დაახლოებით 10-15მგ/მ2) ყოველ 6 საათში ერთხელ, 48-72 საათის განმავლობაში (მეთოტრექსატის შეყვანის დასრულებიდან 24 საათის შემდეგ). მეგალობლასტური ანემია (ფოლიუმის მჟავის დეფიციტით გამოწვეული) მოზრდილები და ბავშვები: 5-15 მგ დღეში, კლინიკურ-ჰემატოლოგიური პასუხის მიღებამდე.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი რეაქციები კლასიფიცირებულია სიხშირის მიხედვით: ნაკლებად ხშირი (1/1000 - <1/100): ცხელება. იშვიათი (1/10000 - <1/1000): ნერვული სისტემა: უძილობა, აგზნებადობა, დეპრესია (მაღალი დოზებისას), კრუნჩხვების სიხშირის მომატება ეპილეფსიით დაავადებულებში. კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: დისპეფსიური დარღვევები, გულისრევა, ღებინება. ძალიან იშვიათი (<1/10000): ალერგიული რეაქციები, ჭინჭრის ციება, ანაფილაქსიური შოკი.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა კალციუმის ფოლინატის ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე კომპონენტის მიმართ; B12 დეფიციტური ანემია და ვიტამინ B12-ის დეფიციტით გამოწვეული სხვა მეგალობლასტური ანემიები (კალციუმის ფოლინატმა შესაძლოა გააუმჯობესოს ჰემატოლოგიური მაჩვენებლები, თუმცა შენიღბოს და გააღრმავოს ნევროლოგიური დაზიანებები).

განსაკუთრებული მითითებები

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები B12 დეფიციტის გამორიცხვა: თერაპიის დაწყებამდე აუცილებელია ვიტამინ B12-ის დეფიციტის გამორიცხვა, რადგან ფოლინატმა შესაძლოა გამოიწვიოს ნევროლოგიური სიმპტომების პროგრესირება ჰემატოლოგიური რემიისიის ფონზე. მეთოტრექსატის ტოქსიურობა: კალციუმის ფოლინატით დაცვა უნდა დაიწყოს დროულად (ჩვეულებრივ მეთოტრექსატის მიღებიდან 24 საათში). დაგვიანებულმა დაწყებამ შესაძლოა შეამციროს მისი ეფექტურობა. კრუნჩხვითი სინდრომი: ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკონვულსანტებს (ფენობარბიტალი, ფენიტოინი, პრიმიდონი), კალციუმის ფოლინატმა შესაძლოა შეამციროს ანტიკონვულსანტების კონცენტრაცია პლაზმაში და გაზარდოს კრუნჩხვების სიხშირე. თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი: თირკმლის უკმარისობისას მეთოტრექსატის ელიმინაცია ფერხდება, რის გამოც შესაძლოა საჭირო გახდეს კალციუმის ფოლინატის დოზის გაზრდა ან მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდა. ორსულობა და ლაქტაცია ორსულობა: კალციუმის ფოლინატის გამოყენება ორსულობის დროს უსაფრთხოა და ნაჩვენებია, როდესაც არსებობს ფოლიუმის მჟავის დეფიციტი ან ფოლიუმის ანტაგონისტებით გამოწვეული ტოქსიურობა. ლაქტაცია: კალციუმის ფოლინატი გადადის დედის რძეში. თერაპიული დოზების გამოყენებისას ჩვილზე უარყოფითი ეფექტები მოსალოდნელი არ არის, რის გამოც ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება დასაშვებია. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ანტიკონვულსანტები (ფენიტოინი, ფენობარბიტალი, პრიმიდონი): კალციუმის ფოლინატი ზრდის მათ მეტაბოლიზმს, ამცირებს პლაზმურ კონცენტრაციას და ზრდის კრუნჩხვითი მზაობის რისკს. ფტორურაცილი (5-FU): კალციუმის ფოლინატი მკვეთრად აძლიერებს 5-ფტორურაცილის ციტოსტატიკურ და ტოქსიურ ეფექტებს (შესაძლოა განვითარდეს მძიმე დიარეა და სტომატიტი). ფოლიუმის მჟავის ანტაგონისტები (მეთოტრექსატი, ტრიმეტოპრიმი, პირიმეთამინი): კალციუმის ფოლინატი ამცირებს ამ პრეპარატების თერაპიულ ან ტოქსიურ ეფექტს. ჭარბი დოზირება სიმპტომები: კალციუმის ფოლინატის ძალიან მაღალმა დოზებმა შესაძლოა შეამციროს ფოლიუმის მჟავის ანტაგონისტების (მაგ. მეთოტრექსატის) სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტურობა. სპეციფიკური ტოქსიური ეფექტები ჭარბი დოზირებისას აღწერილი არ არის. მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. საჭიროებისას ტარდება სიმპტომური თერაპია.

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ არაუმეტეს +25°C ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, ნესტისგან და პირდაპირი მზის სხივებისგან დაცულ ადგილას.

მწარმოებელი

შპს „ფორტის ფარმაცეუტიკალსი“ Pharmaceutical Compounding მისამართი: საქართველო, თბილისი, გ. ჟვანიას ქ. No9 ტელ: 032 2053191 სამუშაო საათები - ყოველდღე 10:00-20:00

იკითხეთ ამ პრეპარატის შესახებ

პრეპარატის შერჩევა, მიღების წესი, დამხმარე ნივთიერებები, გამოთავისუფლების მახასიათებლები და მომზადების შემდეგ გამოყენების საბოლოო ვადა უნდა დააზუსტოთ მკურნალ ექიმთან და გამცემ ფარმაცევტთან.

გაეცანით მტკიცებულებებს

წყაროები და კონტექსტი.

FDA · Wellcovorin-ის ინსტრუქცია (მარტი, 2026)

წყაროები აღწერს მოქმედ ნივთიერებებს ან რეფერენსულ მედიკამენტებს და არ ნიშნავს ფორტისის მიერ მომზადებული პრეპარატების FDA-ს ან EMA-ს მიერ დამტკიცებას. საარქივო ინსტრუქციები შესაძლოა უახლეს ინფორმაციას არ ასახავდეს. ეს მიმოხილვა არ წარმოადგენს უსაფრთხოების სრულ სახელმძღვანელოს ან დანიშნულების რეკომენდაციას.

როგორ წარმოვადგენთ პროდუქტის ინფორმაციას

გაქვთ კითხვა
ინდივიდუალურ მომზადებაზე?

დაგვიკავშირდით