PSK (Polysaccharide-K) 500 მგ, 180 კაფსულა - მოწოდებული შეფუთვის ილუსტრაცია
ონკოლოგია, იმუნოლოგია

PSK (Polysaccharide-K)

500 მგ
შეფუთვა180 კაფსულა
პრეპარატის ფორმაკომპოზიტური · პერორალური
იმუნომოდულაციური თერაპია, ონკო-პროტექცია და ქიმიოთერაპიის შემდგომი აღდგენა

დასახელება და შემადგენლობა

პრეპარატის დასახელება: PSK (Polysaccharide-K) 500 მგ კაფსულები ფარმაცევტული ფორმა: კაფსულა; პერსონალიზებული კომპოუნდინგ-ფარმაცია (Compounded Pharmaceutical Product) აქტიური ნივთიერება: პოლისაქარიდ-K (Polysaccharide-K / PSK / Krestin) — 500 მგ ერთ კაფსულაში (მიღებული სამკურნალო სოკო Trametes versicolor / Coriolus versicolor-ის იაპონური შტამიდან „CM-101“). ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: იმუნოსტიმულატორები; ბიოლოგიური პასუხის მოდიფიკატორები (BRM); ონკოლოგიური ადიუვანტური საშუალებები (ATX კოდი: L03AX).

გამოყენების ჩვენებები

ადიუვანტური (დამხმარე) თერაპია კუჭის, ფილტვის, მკერდის (სარძევე ჯირკვლის) და კოლორექტული (მსხვილი ნაწლავის) კარცინომის დროს — ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის პარალელურად ან შემდგომ პერიოდში. ქიმიო- და რადიოთერაპიის გვერდითი ეფექტების შემცირება და იმუნური სისტემის აღდგენა.

ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედების მექანიზმი

ფარმაკოდინამიკა: PSK წარმოადგენს მაღალეფექტურ იმუნომოდულატორსა და ბიოლოგიური პასუხის მოდიფიკატორს, რომელსაც გააჩნია როგორც პირდაპირი ანტისიმსივნური, ისე კომპლექსური იმუნოპროტექტორული მოქმედება: იმუნოსუპრესიის კუპირება: ანეიტრალებს სიმსივნური პროცესით, ქიმიოთერაპიით ან ქირურგიული ჩარევით გამოწვეულ იმუნოდეფიციტს. ამცირებს იმუნოსუპრესიულ ფაქტორებს (TGF-β, IL-10, PGE2) და ასტიმულირებს Natural Killer უჯრედების (NK-უჯრედების) აქტივობას. იმუნური პასუხის გაძლიერება: ასტიმულირებს დენდრიტული უჯრედების (DC) მომწიფებას, აუმჯობესებს ანტიგენის წარდგენას, T-ლიმფოციტების აქტივაციასა და Th1/Th2 ბალანსს. ზრდის ინტერლეიკინ-15-ის (IL-15) პროდუქციას. პირდაპირი ანტისიმსივნური ეფექტი: ასტიმულირებს სიმსივნური უჯრედების აპოპტოზს (პროგრამირებულ სიკვდილს), თრგუნავს ინვაზიასა და მეტასტაზირებას. ზრდის MHC I კლასის ანტიგენების ექსპრესიას სიმსივნურ უჯრედებზე, რაც აადვილებს მათ იდენტიფიკაციასა და განადგურებას იმუნური სისტემის მიერ. ქიმიო- და რადიოპროტექცია: ექსპრესირებული ანტიოქსიდანტური თვისებებით ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს და იცავს ჯანსაღ ქსოვილებს სხივური და ქიმიოთერაპიის ტოქსიური დაზიანებისგან.

დოზირება და მიღების წესი

მიიღება პერორალურად. სტანდარტული დოზირება: 2 კაფსულა 3-ჯერ დღეში (ჯამური სადღეღამისო დოზა — 3000 მგ / 3 გ) ან მკურნალი ონკოლოგის ინდივიდუალური დანიშნულების შესაბამისად.

გვერდითი მოვლენები

მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა (ჰიპერმგრძნობელობა) PSK-ის ან პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.

უკუჩვენებები

პრეპარატი ხასიათდება კარგი ამტანობითა და უსაფრთხოებით: კუჭ-ნაწლავის ტრაქტი (იშვიათად): საჭმლის მომნელებელი სისტემის მსუბუქი გაღიზიანება, დიარეა, გულისრევა. იმუნური სისტემა (იშვიათად): ალერგიული რეაქციები (ინდივიდუალური აუტანლობა).

განსაკუთრებული მითითებები

მითითებული არ არის

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ მშრალ, გრილ, პირდაპირი მზის სხივებისგან დაცულ ადგილას.

მწარმოებელი

შპს „ფორტის ფარმაცეუტიკალსი“ Pharmaceutical Compounding მისამართი: საქართველო, თბილისი, გ. ჟვანიას ქ. No9 ტელ: 032 2053191 სამუშაო საათები - ყოველდღე 10:00-20:00

იკითხეთ ამ პრეპარატის შესახებ

პრეპარატის შერჩევა, მიღების წესი, დამხმარე ნივთიერებები, გამოთავისუფლების მახასიათებლები და მომზადების შემდეგ გამოყენების საბოლოო ვადა უნდა დააზუსტოთ მკურნალ ექიმთან და გამცემ ფარმაცევტთან.

გაეცანით მტკიცებულებებს

წყაროები და კონტექსტი.

FDA: კითხვები და პასუხები საკვები დანამატების შესახებ (ზოგადი ინფორმაცია)

წყაროები აღწერს მოქმედ ნივთიერებებს ან რეფერენსულ მედიკამენტებს და არ ნიშნავს ფორტისის მიერ მომზადებული პრეპარატების FDA-ს ან EMA-ს მიერ დამტკიცებას. საარქივო ინსტრუქციები შესაძლოა უახლეს ინფორმაციას არ ასახავდეს. ეს მიმოხილვა არ წარმოადგენს უსაფრთხოების სრულ სახელმძღვანელოს ან დანიშნულების რეკომენდაციას.

როგორ წარმოვადგენთ პროდუქტის ინფორმაციას

გაქვთ კითხვა
ინდივიდუალურ მომზადებაზე?

დაგვიკავშირდით