ნატრიუმის ბუტირატი / მეტაბიოტიკი 300 მგ, 30 კაფსულა - მოწოდებული შეფუთვის ილუსტრაცია
გასტროენტეროლოგია, ნუტრიციოლოგია, ონკოლოგია, თერაპია

ნატრიუმის ბუტირატი / მეტაბიოტიკი

300 მგ
შეფუთვა30 კაფსულა
პრეპარატის ფორმაკომპოზიტური · პერორალური · ნაწლავში ხსნადი
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის (IBS), ნაწლავის ლორწოვანის აღდგენისა და მიკრობიოტის მხარდაჭერა

დასახელება და შემადგენლობა

პრეპარატის დასახელება: ნატრიუმის ბუტირატი (Sodium Butyrate). ფარმაცევტული ფორმა: 300 მგ ნაწლავში ხსნადი (ენტერულად დაფარული) კაფსულები (Enteric Coated Capsules); No30 ფლაკონში. აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის ბუტირატი (NaB) — 300 მგ თითოეულ კაფსულაში. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მეტაბიოტიკი; ნაწლავის მიკროფლორისა და ეპითელიუმის ფუნქციის მარეგულირებელი საშუალება; მოკლეჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავის (SCFA) პრეპარატი.

გამოყენების ჩვენებები

ნაწლავის მიკროფლორის დისბალანსის (დისბიოზის) აღდგენა და პრევენცია. ნაწლავის ანთებითი დაავადებები (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება) და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBS). ნაწლავის ლორწოვანი გარსის რეგენერაცია ინფექციების, ანტიბიოტიკოთერაპიის, ქიმიოთერაპიისა თუ ქირურგიული ჩარევების შემდეგ. კოლორექტალური სიმსივნეების (CRC) პრევენცია და კომპლექსური თერაპია (როგორც ონკოპროტექტორი). მეტაბოლური სინდრომი და ნაწლავის ბარიერული დისფუნქცია (Leaky Gut Syndrome).

ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედების მექანიზმი

რა არის მეტაბიოტიკი? მეტაბიოტიკი წარმოადგენს პრობიოტიკების ახალ თაობას, რომელიც შეიცავს არა ცოცხალ ბაქტერიებს, არამედ მათ მზა აქტიურ მეტაბოლიტებს. ტრადიციული პრობიოტიკებისგან განსხვავებით, მას არ სჭირდება დრო ნაწლავში დამკვიდრებისა და გამრავლებისთვის — იგი დაუყოვნებლივ ერთვება ფიზიოლოგიურ პროცესებში უსაფრთხოდ, ბაქტერიული ინფექციური რისკის გარეშე. ფარმაკოდინამიკა და მექანიზმები: ენერგეტიკული და სუბსტრატული მხარდაჭერა: წარმოადგენს კოლონოციტების (ნაწლავის ეპითელიუმის უჯრედების) ენერგიის ძირითად წყაროს. ახდენს ახალი, ჯანსაღი უჯრედების წარმოქმნის სტიმულაციას და აჩქარებს ლორწოვანის რეგენერაციას ინფექციური, ანთებითი თუ პოსტოპერაციული დაზიანების შემდეგ. ნაწლავის ბარიერული ფუნქციის გაძლიერება: ზრდის ეპითელიუმის მთლიანობას, აძლიერებს მჭიდრო შეერთების ცილებს (Claudin-1, Zonula Occludens-1) და ასტიმულირებს MUC2 გენის ექსპრესიას (მუცინის სინთეზს). ეს იცავს ლორწოვანს ტოქსინებისა და პათოგენებისგან. ანთების საწინააღმდეგო და იმუნომოდულაციური მოქმედება: აფერხებს პროანთებითი ციტოკინების (TNFα, ILβ, IL-6, IL-8) პროდუქციას და ზრდის ანტიანთებითი IL-10-ის სინთეზს. აბალანსებს CD8+ T-უჯრედულ იმუნიტეტს. ონკოპროტექტორული ეფექტი კოლორექტალურ სიმსივნეებზე (CRC): HDAC ინჰიბირება: მოქმედებს როგორც ჰისტონების დეაცეტილაზას (HDAC) ინჰიბიტორი, იწვევს ანტისიმსივნური გენების (p16INK4a, p14ARF, p15INK4b) აქტივაციას. აპოპტოზის ინდუქცია: ზრდის პროაპოპტოზური (BAX, CASP3, PUMA) გენების ექსპრესიას და თრგუნავს ანტიაპოპტოზურ (BCL-2, MCL-1) გენებს, რაც იწვევს ატიპური უჯრედების პროგრამირებულ სიკვდილს. უჯრედული ციკლის ბლოკადა და მეტაბოლური რეპროგრამირება: აჩერებს ატიპური უჯრედების გამრავლებას G1 ფაზაში (p21/CDKN1A გენის გააქტიურებით) და ამცირებს გლუკოზის პათოლოგიურ მოხმარებას (Warburg-ის ეფექტის ინჰიბირება).

დოზირება და მიღების წესი

მიიღება პერორალურად, ჭამიდან 10–15 წუთის შემდეგ, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად. კაფსულა მიიღება მთლიანად (არ დაღეჭოთ, რათა არ დაირღვეს ენტერული გარსი). პაციენტები 40 კგ-მდე: 1 კაფსულა (300 მგ) 1-ხელ დღეში. პაციენტები 40 კგ-ზე მეტი სხეულის მასით: 1 კაფსულა (300 მგ) 2-ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა: განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ კლინიკური მდგომარეობის მიხედვით.

გვერდითი მოვლენები

ნატრიუმის ბუტირატი ხასიათდება მაღალი უსაფრთხოების პროფილით. იშვიათად: ინდივიდუალური აუტანლობისას შეიძლება გამოვლინდეს დიარეის მსუბუქი ფორმა ან მუცლის შებერილობა.

უკუჩვენებები

მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა (ჰიპერმგრძნობელობა) ნატრიუმის ბუტირატის ან კაფსულის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები

ენტერული გარსის უპირატესობა: კაფსულების ნაწლავში ხსნადი გარსი უზრუნველყოფს აქტიური ნივთიერების დაცვას კუჭის მჟავე გარემოსგან და მის პირდაპირ ტრანსპორტირებას წვრილსა და მსხვილ ნაწლავში. ორსულობა, ლაქტაცია და ბავშვები: ორსულობის, ძუძუთი კვების პერიოდსა და მცირეწლოვან ბავშვებში გამოიყენება მხოლოდ მკურნალი ექიმის დანიშნულებითა და მეთვალყურეობით.

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ მშრალ, გრილ და პირდაპირი სინათლისგან დაცულ ადგილას +8°C – +25°C ტემპერატურაზე.

მწარმოებელი

შპს „ფორტის ფარმაცეუტიკალსი“ Pharmaceutical Compounding მისამართი: საქართველო, თბილისი, გ. ჟვანიას ქ. No9 ტელ: 032 2053191 სამუშაო საათები - ყოველდღე 10:00-20:00

იკითხეთ ამ პრეპარატის შესახებ

პრეპარატის შერჩევა, მიღების წესი, დამხმარე ნივთიერებები, გამოთავისუფლების მახასიათებლები და მომზადების შემდეგ გამოყენების საბოლოო ვადა უნდა დააზუსტოთ მკურნალ ექიმთან და გამცემ ფარმაცევტთან.

გაეცანით მტკიცებულებებს

წყაროები და კონტექსტი.

FDA: ნატრიუმის ბუტირატის იდენტიფიკაცია (UNII 8RAS91C36W)EMA: ნატრიუმის ბუტირატის ობოლი პრეპარატის სტატუსი EU/3/05/284 (რექტალური კვლევითი ფორმა)

წყაროები აღწერს მოქმედ ნივთიერებებს ან რეფერენსულ მედიკამენტებს და არ ნიშნავს ფორტისის მიერ მომზადებული პრეპარატების FDA-ს ან EMA-ს მიერ დამტკიცებას. საარქივო ინსტრუქციები შესაძლოა უახლეს ინფორმაციას არ ასახავდეს. ეს მიმოხილვა არ წარმოადგენს უსაფრთხოების სრულ სახელმძღვანელოს ან დანიშნულების რეკომენდაციას.

როგორ წარმოვადგენთ პროდუქტის ინფორმაციას

გაქვთ კითხვა
ინდივიდუალურ მომზადებაზე?

დაგვიკავშირდით